Sunday, June 9, 2013

,,ყველა ბავშვი დიდი მხატვარია...“

პროექტის სახელწოდება: გამოფენა-აქცია სახელწოდებით ,,ყველა ბავშვი დიდი მხატვარია...“
 პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება
პროექტის აქტუალობა:  ხელი შეუწყოს შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას


პროექტის მიზნები: იდეების გამოხატვა ხელოვნებაში,მოსწავლეების ჩართვა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, მოსწავლეებს შეუძლიათ  მიმართონ ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
მონაწილეთა ასაკი: IX კლასები, 14-15 წლის
ვადები: 2თვე
მოსალოდნელი შედეგები:
ს. გ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედეითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას
ს. გ. IX. 2.მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად ასახოს ნამუშევარში
ს. გ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო
 პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები: ფანქრები, გუაშები, პასტელები, სახატავი ფურცლები, კომპიუტერი, ინტერნეტი, თოკები და შპილკები ნახატების დასამაგრებლად, ფოტოაპარატი
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები დაყოფილი არიან 4 ჯგუფად
ა)I ჯგუფის  ბავშვებმა მოიძიონ მხატვრების გამონათქვამები
ბ)II ჯგუფის ბავშვებმა მოიძიონ სხვადასხვა მუსიკა გამოფენის გახსნისთვის
გ)III ჯგუფის  ბავშვებმა ამოარჩიონ, საუკეთესო ნახატები გამოფენისთვის
დ)IV ჯგუფის ბავშვებმა დაამზადონ მოსაწვევები და გულსაბნევები გამოფენა-აქციისთვის
მოსაწვევების გადაცემა სკოლის პედაგოგებზე და დირექციის წარმომადგენლებზე.
გამოფენისთვის ადგილის შერჩევა და მომზადება-გაფორმება.
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
პროექტი ხელოვნებასთან ერთად დაკავშირებულია მუსიკასთან, რადგან გამოფენა გაიხსნა მუსიკით
პროექტის ხელმძღვანელი: ხელოვნების პედაგოგი ნანა სოზაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nanasozashvili2@gmail.com


პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი       http://nanasozashvili2.blogspot.com/

Saturday, June 8, 2013

ჩემს შესახებ

   მე ვარ ნანა სოზაშვილი. ვასწავლი  სახვით  და გამოყენებით ხელოვნებას 154-ე საჯარო სკოლაში. განსაკუთრებით მიყვარს თანამედროვე ეპოქის ხელოვნება და სამეცნიერო შემეცნებითი ჟანრის წიგნების  კითხვა.